საარჩევნო რეფორმის საკითხის განიხილავს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. სხდომაზე 30-ზე მეტ ცვლილებასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ, მათ შორის არის არჩევნების ელექტრონულად ჩატარების საკითხიც. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 2024 წლიდან ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი არჩევნებს გამჭვირვალეს გახდის, ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ეს გაყალბების რისკებს არ შეამცირებს, თუმცა მოაგვარებს იმ პრობლემატურ კომპონენტებს, რაც ხმის დათვლის პროცესს ახლდა თან. ხელისუფლების ოპონენტები გასულ წელს ბათუმსა და რუსთავში ჩატარებულ არჩევნების ელექტრონულ ვერსიაზე საუბრობენ, და ამბობენ, რომ თვითმართველობის არჩევნები ამ ფორმატში წარმატებით ჩატარდა.