იაპონიაში ტაიფუნმა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა ბიაფი 2022

19 სექტემბერი 2022, 11:45 555 ნახვა

ტაიფუნ ნანმადოლმა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ფუკუოკას გადაუარა. სტიქია  ქვეყნის აღმოსავლეთისკენ იცვლის მიმართულებას. კიუსუსა და მეზობელ რეგიონებში ტაიფუნს თან ახლდა ძლიერი წვიმა და ქარი. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით,  უახლოესი 24 საათის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალურ ტოკაის რეგიონში 400 მილომეტრამდე ნალექია მოსალოდნელი. არის მეწყრის, წყალდიდობისა და  მდინარეების ადიდების საფრთხე. ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას  სიფრთხილისკენ მოუწოდებს.კიუსუს რეგიონში შეჩერებულია სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა. გაუქმებულია 800-ზე მეტი ავიარეისი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი