გვიან საღამოსა და ღამის საათებში ბათუმში ამინდი შეიცვლება. მზიანი დღეების შემდეგ მოსალოდნელია წვიმა, დღეს ბათუმში ერთ-ერთი ცხელი დღე იყო და 36 გრადუსი დაფიქსირდა, გვიან ღამიდან კი სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია დასავლეთის ქარის გაძლიერება, სინოპტიკოსების პროგნოზით გამთენიისას გაწვიმდება. მოსალოდნელია შტორმი ზღვაზე.