ხანძარი ხულოში - დაიწვა ორი სახლი და დამხმარე ნაგებობები

17 სექტემბერი 2022, 11:41 1994 ნახვა

ხანძრის შედეგად ორი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში. ცეცხლი საცხოვრებელ  სახლებს გვიან ღამით გაუჩნდა.ომარ და თემურ ბერიძეების ექვს-ექვს წევრიანი ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და დამხმარე შენობები. დაზარალებულებს ადგილობრივი თვითმმართველობა ქირით, აჭარის მთავრობა კი 20-20 ათას ლარიანი კომპენსაციით დაეხმარება. შსს ინფორმაციით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო , რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი