ევრობასკეტის ფინალში საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები ითამაშებენ.
პირველ ნახევარფინალში ფრანგებმა პოლონეთის ნაკრები მარტივად 41 ქულიანი სხვაობით 95:54 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მეორე საგზურისთვის ბრძოლა უფრო დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.
ესპანეთმა მასპინძელ გერმანიას 96-91 მოუგო.
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი უკვე დასასრულს უახლოვდება.
18 სექტემბერს ოქროს მედლებისთვის ესპანეთი და საფრანგეთი იბრძოლებენ.
მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. მანამდე 19:15 საათზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანია და პოლონეთი ითამაშებს.