ქვეყნის განვითარების კურსი, საგარეო პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობები და ქალების ჩართულობა პოლიტიკაში - ამ საკითხებს ეთმობა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „სი-არ-არ-სი საქართველოს“ მორიგი კვლევა. დღეს ორგანიზაციამ მედიას 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილი წარუდგინა.