ვესტმინსტერის სასახლეში მეორე დღეა დედოფლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დედოფლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეებს რიგში დგომა საშუალოდ 9 საათის განმავლობაში უწევთ. ელისაბედ მეორეს ორშაბათს უინძორის სასახლეში გადაასვენებენ და მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. ცერემონიას 500-მდე მაღალი რანგის წარმომადგენელი დაესწრება. სამოქალაქო პანაშვიდზე, სამეფო ოჯახის წევრები იმყოფებიან.