უკრაინის მხარდაჭერა ძვირი ჯდება, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია- ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ინტერვიუში გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე, ერთიანი და ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი. მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკვე მოქმედებს და შედეგი აქვს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დროს მიღწეული წარმატება და განაცხადა, რომ ეს წინსვლა მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ხოლო პუტინი დამარცხდება.