აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში აპირებს ჩასვლას-ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს. გამოცემა წერს რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეიერთან ერთად ამ უქმეებზე აპირებს ჩასვლას. სომხეთში ვიზიტის დროს პელოსი ერევანში აპირებს შეხვდეს ქვეყნის პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის მთავრობის წევრებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პრესსამსახურში „პოლიტიკოს“ ნენსი პელოსის სომხეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს. მათი თქმით, ამის თქმის უფლება მათ არ აქვთ უსაფრთხოების პროტოკოლის გათვალისწინებით.