გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. გაერო მხარეებს მოუწოდებს, 2020 წელს მიღწეული სამმხრივი შეთანხმება შეასრულონ და სიტუაციის დეესკალაციისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობს, დივერსიულმა ჯგუფებმა ღამით სცადეს აზერბაიჯანული სამხედროების გადაადგილებისა და მომარაგების მარშრუტების დანაღმვა, რაზეც ბაქომ შესაბამისი პასუხი გასცა. განაცხადა აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. თავის მხრივ, სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ამბობს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დანაშაულებრივი აგრესია იქნა ჩადენილი.