სახალხო დამცველის არჩევის წესი

16 სექტემბერი 2022, 11:33 599 ნახვა

სახალხო დამცველის კანდიდატობის მსურველებს განცხადებების შეტანა საქართველოს პარლამენტში 29 სექტემბრამდე შეუძლიათ. კანდიდატებს 9-კაციანი კომისია შესაბამის ქულებს დაუწერს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. მხარეებთან კონსულტაციებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე მართავს. კეთილსინდისიერება, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობა, გამოცდილება , რეპუტაცია, ეს ის კრიტერიუმებია, რომელიც კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს. დეპუტატები აპლიკანტებს ჯერ საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, შემდეგ კი კანდიდატები შეირჩევიან. ომბუდსმენის თანამდებობას ის პირი დაიკავებს, ვინც 90 დეპუტატის ხმას მიღებს.სახალხო დამცველის არჩევის წესს პოლიტიკოსები აფასებენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი