სიახლეები ონკო პროგრამით მოსარგებლეებისთვის

15 სექტემბერი 2022, 14:45 699 ნახვა

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება იზრდება. ბენეფიციართა საჭიროებებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ონკოლოგები და ‘’ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების’’ პროგრამით მოსარგებლე ის ბენეფიციარები ესწრებოდნენ, რომლებმაც სიმსივნე უკვე დამარცხეს. აჭარის  ჯანდაცვის  სამინისტროს ინფორმაციით, იზრდება ძუძუს კიბოთ დაავადებული პაციენტების დასაფინანსბელი მედიკამენტების ნუსხა, ასევე  პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი