ბელგრადში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავენი ჩაებმებიან, მონაწილეთა შორის კი სრულად დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრებიც იქნება. პირველ დღეს 70, 79, 86 და 125 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ. ხალიჩაზე ზურაბ იაკობიშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, ტარზან მაისურაძე და გენო პეტრიაშვილი გავლენ.