ფერდსამაგრი კედლის რეაბილიტაციის მოთხოვნა და მერიის გამოხმუარება

15 სექტემბერი 2022, 11:56 1010 ნახვა

ქობულეთის სოფელ ქვედა აჭყვაში მცხოვრები ბერიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც ამბობენ, ფერდსამაგრი კედლის პრობლემა ერთი წელია აწუხებთ. მათი თქმით, საცხოვრებლის  მომიჯნავედ არსებული საყრდენი ფერდსამაგრი კედელი ერთი წელია რაც გაკეთდა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და კედელს ბზარები მალევე გაუჩნდა.ბერიძეები ქობულეთის მერიას დროულ დახმარებას სთხოვენ. 24 მეტრი სიგრძის ფერდსამაგრი კედლის ასაშენებლად ქობულეთის მერიამ  ბიუჯეტიდან 72-ათასი ლარი გამოყო. ბერიძეების ოჯახის პრობლემას იცნობს ქობუელთის მერი. ლევან ზოიძე აცხადებს, რომ საკიტხს სწავლობენ. მისი თქმით, გაკეთდა თუ არა ფერდსამაგრი კედელი ხარვეზით, ამ საკითხს შესაბამისი სამსახური შეისწავლის და დასკვნის შემდეგ, თუ დადგინდება ხარვეზი მშენებლობისას , თავად შემსრულებელ კომპანიას დააევალდებულება მისი მოგვარება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი