ადიდებულმა მდინარემ ქობულეთის ბაზარი დატბორა

14 სექტემბერი 2022, 13:20 2020 ნახვა

ქობულეთში, უხვი ნალექის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და დატბორა ბაზრის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრი. დატბორვის გამო გარე პერიმეტრზე მოვაჭრეებმა დახლები დახურეს. 

ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. 

როგორც ქობულეთის მერიაში განმარტავენ, ბაზრის ტერიტორიის დატბორვა ძლიერი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი