უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რადგან მან უკან დაახევინა რუსულ ძალებს, თუმცა შეუძლებელია იმის თქმა, რომ ომი გარდამტეხ მომენტშია-ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მშობლიურ დელავერის შტატში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რომ საფონდო ბაზარი, რომელიც სამშაბათს ინფლაციის გამო მკვეთრად დაეცა, სულაც არ ასახავს ეკონომიკის საერთო მდგომარეობას. ბაიდენის თქმით, ასევე არ არის შემაშფოშებელი ინფლაციის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც აგვისტოში სამომხმარებლო ფასების მოულოდნელი ზრდა არის დაფიქსირებული.