დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მთავრობა სოციალურ ვალდებულებებს ასრულებს-ზელენსკი

14 სექტემბერი 2022, 11:54 547 ნახვა

უკრაინა სრულად აკონტროლებს რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ 4000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და  კიდევ ამდენივე ტერიტორია უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას -აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის ლიდერის თქმით, ბალაკლიაში, ერთ-ერთ რაიონში, რომელიც უკრაინულმა არმიამ  დაიბრუნა, მოსახლეობას ხუთი თვის განმავლობაში აუღებელი პენსია ახლა ურიგდება. პრეზიდენტი ასევე გამოვიდა მოწოდებით უკრაინის მომავალი სუვერენიტეტის დასაცავად ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები გაფორმდეს უცხოურ სახელმწიფოებთან. ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ ბოლო დღეების  კონტრშეტევის შედეგად 6 ათასი  კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი