ვაფასებთ სამართალდამცავების მხარდაჭერას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით-აშშ-ის საელჩო

13 სექტემბერი 2022, 20:00 440 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ აფასებენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას. „აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“, – განუცხადეს მედიას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში