ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

13 სექტემბერი 2022, 14:30 424 ნახვა

ისევ უცნობია რამ გამოიწვია დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიურ შეტაკებებზე დილიდან წერს უცხოური მედია, ორი ქვეყნის სახელმწიფო კი ბრალდებებს უარყოფს და პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებს. რუსეთი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა მისი შუამავლობით შეწყდა. უფრო ადრე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა აზერბაიჯანული წყაროებით, თუმცა რუსეთის შუამავლობა ნახსენები არ ყოფილა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ საღამოს საათებში" ფართო პროვოკაცია განახორციელა დაშკეშენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით". განცხადებაში ნათქვამია, რომ "სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს შორის არსებულ მიწებსა და გზებზე ნაღმებს ათავსებდნენ. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის ჯარების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა შეტაკებები".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი