აზერბაიჯანის საგარეო სამინისტროს განცხადება

13 სექტემბერი 2022, 11:34 603 ნახვა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე შექმნილ დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.  მასში აღნიშნულია, რომ 12 სექტემბერს ღამით სომხეთის არმიამ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყო დაშკესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში და აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს  ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა. არის მსხვერპლი, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა. აზერბაიჯანის დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ  საპასუხო ზომები მიიღო სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილების  ჩასახშობად და  სომხური მხარე მორიგ  დეზინფორმაციაში დაადანაშაულა  გავრცელებული ინფორმაციის გამო, თითქოს  აზერბაიჯანის არმიის სამიზნე  მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ობიექტები  და ინფრასტრუქტურაა.  ოფიციალური ბაქო ერევანს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მორიგ აგრესიაში ადანაშაულებს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის ხელმოწერილ სამმხრივ განცხადებებს.  პროვოკაციებზე, შეტაკებებსა და დანაკარგებზე აზერბაიჯანი მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და აცხადებს, რომ რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი მტკიცედ აღიკვეთება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი