სომხურმა მხარემ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შედეგად 49 ადამიანი დაკარგა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს ციფრი საბოლოო არ არის. გამთენიისას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები განახლდა, მხარეები ერთმანეთს სიტუაციის ესკალაციაში ადანაშაულებენ. ერევანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა სომხეთის პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ბაქო თავის მხრივ სომხურ ძალებს საზღვარზე აზერბაიჯანული ჯარების პოზიციების დაცხრილვაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა. ორივე მხარე სამხედრო ძალის დანაკარგის შესახებ იუწყება.