ვინ უნდა შეაფასოს და შეარჩიოს სახალხო დამცველის კანდიდატები ? - კომისიის ჩამოყალიბებაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ იმსჯელეს. ხელისუფლების ოპონენტები, შეხვედრით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ მოლაპარაკება კონსტრუქციული იყო. დოკუმენტში კი მათი შენიშვნები გათვალისწინებულია. შეხვედრას არ ესწრება მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოპოზიციის ნაწილი ალტერნატიულ შეხვედრებს განაგრძობს, მათ მიმდინარე კვირას შემაჯამებელი შეხვედრა არასამთავრობოებთან აქვთ დაგეგმილი.