კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიერ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.ეს პირველი რეაქცია იყო კრემლის მხრიდან უკრაინის კონტრშეტევაზე, რომლის შედეგად კიევის მტკიცებით სულ რამდენიმე დღეში რუსული ოკუპაციისგან 3 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს. კითხვაზე გამოაცხადებს თუა არა პრეზიდენტი პუტინი უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ მობილიზაციას, პესკოვმა ჟურნალისტის კითხვა თავდაცვის სამინიტროს გადაუმისამართა.დღემდე რუსეთის პრეზიდენტს არ დასჭირვებია რეზერვისტების მობილიზაცია, რომელთა რაოდენობა გასული 5 წლის განმავლობაში 2 მილიონს აღწევს. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ ხედავს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პესპექტივას ან მსგავსი მოლაპარაკებებისთვის საფუძველს.