საერთაშორისო ტურნირი ნიჩბოსნობაში დასრულდა

11 სექტემბერი 2022, 18:14 1084 ნახვა

დღეს ბათუმში დასრულდა ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი ნიჩბოსნობაში, რომელშიც საქართველოს რეგიონების გარდა სპორტსმენები სომხეთიდან და უკრაინიდან მონაწილეობდნენ. სამდღიან ასპარეზობაში სპორტსმენები სხვადასხვა დისტანციაზე როგორც ბაიდარით, ასევე კაიაკით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. ტურნრის ორგანიზატორების განცხადებით, ანალოგიური შეჯიბრებები სამომავლოდ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს და მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც გაიზრდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი