დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს დღეს ბალმორალიდან ედინბურგში გადაასვენებენ. სამგლოვიარო კორტეჟშს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დაახლოებით 6 საათი დასჭირდება. მონარქს შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გადაასვენებენ, 13 სექტემბერს კი დედოფლის ცხედარს უკვე ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოს ტერიტორიაზე გაიმართება