"ნაპოლიმ" "სპეცია" 1-0 დაამარცხა

10 სექტემბერი 2022, 19:05 1075 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "სპეცია" მიიღო და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს.

ნეაპოლელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, მთავარი შემოქმედი კვარაცხელია იყო.

მიუხედავად "ნაპოლის" შეტევებისა პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა.

67-ე წუთზე სპეტიმ ქართველის დასვენება გადაწყვიტა. ის ჯოვანი სიმეონემ შეცვალა.

გამარჯვების მომტანი გოლი კი 89-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გაიატანა და  "ნაპილის" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

სპალეტის გუნდი 13 სექტემბერს სტუმრად გლაზგოში რეინჯერსს დაუპირისპირდება, ხოლო 18 სექტემბერს "სან სიროზე" მოქმედ ჩემპიონს "მილანს" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი