ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელდა. ნომინანტებს შორის საქართველოს ნაკრების შემტევის გარდა, იყვნენ პაულო დიბალა ("რომა"), დუშან ვლაჰოვიჩი ("იუვენტუსი"), ტეუნ კოოპმეინერსი ("ატალანტა") და ლაუტარო მარტინესი ("ინტერი") შეგახსენებთ, რომ ხვიჩა 4 გოლით (პლუს 1 საგოლე პასი) სერია A-ს ბომბარდირებს შორისაა, წელს პირველი შემთხვევა იყო, რომ საუკეთესოს მხოლოდ გულშემატკივრები ასახელებენ.