ეგრეთ წოდებული ფილტრაციის ბანაკების პრაქტიკის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა რუსეთის ხელისუფლებისგან თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა .კარინ ჟან-პიერის განცხადებით, კრემლი აწვდის უკრაინელების სიას, რომლებიც რუსეთის კონტროლქვეშ რაიონებში გადაჰყავთ. გასულ თვეში იელის უნივერსიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი და მისი მარიონეტული ძალები 21 ლოკაციაზე მოქმედებენ, სადაც სამხედრო ტყვეებსა და სამოქალაქო პირებს აკავებენ და მათ დაკითხვებს ატარებენ.დოკუმენტს თანდართული აქვს თანამგზავრული ფოტომასალა, რომლებზეც ამ საფილტრაციო ბანაკების ადგილმდებარეობაა ასახული. უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ასობით ათასი უკრაინელის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით დეპორტაციაში ადანაშაულებს.