რუსეთის იზოლირება შეუძლებელია - პუტინი დასავლეთის სანქციებზე

07 სექტემბერი 2022, 14:49 601 ნახვა

''რუსეთის იზოლირება შეუძლებელია, მოსკოვი გმობს დასავლეთის მცდელობებს ჩამოიშოროს რუსეთი  მსოფლიო არენიდან'' - განცხადება ქალაქ ვლადივოსტოკში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკეთა.

რუსეთის ლიდერის თქმით, მოსკოვი უკრაინაში შეჭრის გამო  დასავლეთის მიერ  დაწესებული ანტირუსული სანქციების შემდეგ  ახლო აღმოსავლეთისა და ირანის ბაზრებზე გასასვლელად უფრო მეტ შესაძლებლობებს ხედავს.

პუტინი ირწმუნება, რომ  რუსეთის ეკონომიკა უმკლავდება, როგორც თვითონვე აღნიშნა,  დასავლეთის ფინანსურ და ტექნოლოგიურ აგრესიას. სიტყვით გამოსვლისას პუტინი უკრაინის თემასაც შეეხო.  

აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია, არამედ ცდილობს მის დასრულებას. პუტინი ამბობს, რომ ეს მისი ვალია და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

რუსეთს  სპეცოპერაციის  დაწყების შედეგად არაფერი დაუკარგავს - აცხადებს პუტინი და მთავარ შენაძენად რუსეთის სუვერენიტეტის გაძლიერებას ასახელებს. უკრაინაში შეჭრას მან მოვალეობა უწოდა, რომელსაც ბოლომდე შეასრულებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი