12 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ვიეტნამში კარაოკე ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულთა უმრავლესობის მდგომარეობა კრიტიკულია. ბინ დუონგის პროვინციაში მდებარე ბარში ხანძარი ღამით გაჩნდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს ხანძრის მიზეზის დადგენა დაავალა. კარაოკე ბარები დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიეტნამში, თუმცა ამ დაწესებულებებში გართობა უსაფრთხო არ არის.
გასულ თვეში ჰანოიში კარაოკე ბარში გაჩენილმა ხანძარმა სამი მეხანძრე იმსხვერპლა.