ზელენსკი გროსის რეკომენდაციებს ეხმაურება

07 სექტემბერი 2022, 11:03 496 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოწოდებებს უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის ირგვლივ  დემილიტარიზაციის პერიმეტრის შექმნის შესახებ. 

სააგენტო ევროპაში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონაში ბრძოლების შეწყვეტას ითხოვს, რომელსაც ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში არ შეიცავს ბრალდებებს  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანებასთან დაკავშირებით, რომლის დაბომბვაშიც რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

დოკუმენტში  სიტუაცია შეფასებულია როგორც არამდგრადი და აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ბირთვული კატასტროფის რისკი იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი