ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. დაშავებულია 259 ადამიანი, ხოლო 26 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სინოპტიკოსები მოსახლეობას რეგიონში მოსალოდნელი ძლიერი წვიმის შესახებ აფრთხილებენ. 2017 წლის შემდეგ სიჩუანის პროვინციაში მომხდარმა ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ მრავალი შენობა გაანადგურა და სერიოზული ზიანი მიაყენა ენერგეტიკულ და წყლის ინფრასტრუქტურას, ასევე ტელეკომუნიკაციებს. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,8 მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ეპიცენტრიდან ასობით კილომეტრზე იგრძნობოდა.