პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია

06 სექტემბერი 2022, 19:46 509 ნახვა

79 მომხრე 27 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ე.წ. მოსმენების კანონის პირველად რედაქციას მხარი დაუჭირა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ვეტო  კი არ გაიზიარა. რაც იმას ნიშნავს რომ ვეტო დაძლეულია. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარადგენა. მისი განცხადებით, პრეზიდენტრმა პოლიტიკური ვეტო გამოიყენა, რადგან კანონპროექტში ადამიანის უფლებების გაუარესების საფრთხე დაინახა. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს  მოქმედი კანონის უცვლელი სახით დატოვებას სთავაზობდა. პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს. სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს გამოყენებისას ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ   კანონის მიღების პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარიმართა. ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა. მიღებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი იზრდება, რომელთა მიმართებაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები. გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი