საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა. ეს საუკეთესო შედეგი იყო და ჩვენმა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი და ნიკა კენჭაძე. დავით ხუციშვილმა და მამუკა კორძაიამ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
შეჯიბრებას რუმინეთის ქალაქმა კონსტანტამ უმასპინძლა.