მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ დიდ ბრიტანეთს მესამე ქალი პრემიერი ჰყავს. კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი დასახელდა. ტრასმა 81 ათას 326 ხმა მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, რიში სუნაკმა კი 60 ათას 399. ახალი პრემიერი ხვალ შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან აუდიენციას გამართავს.