უკრაინული არმიის მიერ ხერსონის ოლქის სოფელ ვისოკოპოლიეს გათავისუფლების შემდეგ რუსმა აგრესორებმა საჰაერო დაზვერვა გააძლიერეს. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის „პივდენის“ სპიკერმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა. მისი თქმით, მტერი თავდაცვით ბრძოლებს აგრძელებს, ბომბავს დასახლებებს შეხების ხაზის გასწვრივ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები ოკუპანტის არმიის ლოგისტიკურ და სამეთაურო-საკონტროლო ობიექტებს ბომბავენ. ვისოკოპოლიეს სოფლის საავადმყოფოს თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს.