აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოები

05 სექტემბერი 2022, 14:20 674 ნახვა

აზიური ფაროსანის საწინააღმდეგო ღონისძიებები.  თერმული ნისლის ტექნოლოგიით ტერიტორიები სამეგრელოს რეგიონში, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში დამუშავდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეწამლვა ღამის საათებში უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.  

სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში მცირემოცულობიანი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავებულია 20 ათას 191  ჰექტარი სოფლის პერიმეტრი, 51 ათას ჰექტარზე მეტი სიმინდის მასივი და ათას 300 ჰექტარი  ტყის პერიმეტრი;

უწყებაში ამბობენ, რომ წელსაც  აქცენტი ,,მოიზიდე და გაანადგურე“ ტექნოლოგიის გამოყენებაზე გაკეთდა. სადგურები ტყის პერიმეტრებზე, სოფლის შიდა გზებსა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, არაყვავილოვან მცენარეებზე განთავსდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში