კახეთში ისევ ხანძარს ებრძვიან. ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ადგილზე ხანძრის ღია კერებია.
ცეცხლის კერა დაახლოებით 10 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
ხანძარი იყო ჩოხატაურშიც, ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ზემო ხეთის თემში, ტყის ქვედა საფარს ეკიდა.