კახეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან

03 სექტემბერი 2022, 15:12 550 ნახვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება.  ხანძარი ნახევრად ალპურ ზონაშია, რის გამოც ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის.

ცეცხლს აქრობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს ერთი ასეული. გავრცელებული ინფორმაცით ხანძრის ქრობის პროცესში  სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ჩაერთვება.

შილდის მთებში ხანძარი ორი დღის წინ  გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით ცეცხლის 10-მდე კერაა, რომელიც 20 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

უკვე რამდენიმე საათია ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. კვამლი ვრცელდება სოფელ შილდაშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი