ჩემპიონმა სეზონი მოგებით დაიწყო

03 სექტემბერი 2022, 10:14 761 ნახვა

დიდი 10 -ის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის სარაგბო კლუბმა, ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ირაკლი ნინიძის გუნდი, პირველი ტურის შეხვედრაში სტუმრად "ხვამლს" დაუპირისპირდა და 21:15 დაამარცხა.

ბათუმელთა მხრიდან 2022 -23 წლების სეზონის პირველი ლელოს ავტორი კობა ბუჯიაშვილი გახდა.

ლელოს ავტორები არიან ასევე დაჩი კოპაძე და ანზორ სიჭინავა. ხოლო მატჩში სამივე ლელოს ზუსტად გარდასახვა, მამუკა ნინიძემ მოახერხა.

მომდევნო შეხვედრას ბათუმის სარაგბო კლუბი 9 სექტემბერს საშინაო კედლებში, "ყაზბეგის" წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი