ხანძარი ლიკანსა და შილდაში - რა ვითარებაა ამ დროისთვის?

03 სექტემბერი 2022, 11:25 588 ნახვა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის ტყეში,  სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებში მეხანძრე მაშველებთან ერთად ჩართულია ეროვნული გვარდია და ავიაცია. ცეცხლის კერებამდე გრძელდება მძიმე ტექნიკით გზების მიყვანა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე ფოთლებს გაუჩნდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრომაციით, ბორჯომში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, ლიკანსა და ქაბისხევში  საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მონიტორინგის მიზნით ამ დრომდე რჩებიან. ცნობისთვის,  1  სექტემბერს ბორჯომის ხეობაში დაბა ლიკანიდან 3 კილომეტრში, ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს წაეკიდა. მთელი დღის განმავლობაში ცეცხლის ალში უნიკალური ნარგავები იწვოდა, რომლებიც ეროვნულ ტყე-პარკშია დაცული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი