ქაშუეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გელა გოგიას ცხედარი საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს.
სამოქალაქო პანაშვიდი 13:00 საათამდე გაგრძელდება, შემდეგ ქართველ მებრძოლს სენაკში გადაასვენებენ. მას სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გელა გოგია 26 აგვისტოს უკრაინაში, ქალაქ კრამატორსკთან დაიღუპა.
როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, მებრძოლი სარაკეტო იერიშისას დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.