ხანძარი ბორჯომის ხეობაშია

02 სექტემბერი 2022, 15:02 704 ნახვა

ლიკანის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს ისევ აქრობენ - ახალი კერა ბორჯომის ხეობაში გუშინ გააქტიურდა. მას შემდეგ ადგილზე ცოცხალი ძალა და ავიაცია უწყვეტად მუშაობს.

ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ეს კერა ლიკანის მოსახლეობასთან შედარებით ახლოსაა, თუმცა დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. უკვე სრული ორი კვირაა ბორჯომის ხეობაში სტიქიას ებრძვიან. ჯერ-ჯერობით უცნობია   რის  გამო  გაჩნდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ახალი კერა.

ხანძარს ებრძვიან  ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებშიც, სადაც  ხანძრის 10-მდე კერაა. ცეცხლი პირველ სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს, ტექნიკისთვის მიუდგომელ ადგილზე სულ მცირე 5 ჰექტარზეა გავრცელებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი