ქართველი ნიჩბოსანი მსოფლიო ჩემპიონობას მიუახლოვდა

02 სექტემბერი 2022, 10:51 630 ნახვა

უნგრეთის ქალაქ სეგედში გრძელდება 18 და 23-წლამდელ ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ორი სპორტსმენი ასპარეზობს: ჭაბუკებში - ალექსანდრე წივწივაძე ერთადგილიანი კანოეთი 1000 და 500 მეტრზე და 23-წლამდელებში - თენგიზ მაღრაძე ერთადგილიანი კაიაკით 500 მეტრზე.

ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ალექსანდრე წივწივაძემ 31 აგვისტოს 1000 მეტრზე მოსინჯა ძალები და მესამე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

თენგიზ მაღრაძე შეჯიბრებაში დღეს ჩაებმება. ის 17:30  წუთზე ერთადგილიანი კაიაკით 500 მეტრზე იასპარეზებს.

დღესვე ალექსანდრე წივწივაძე 18 საათზე ერთადგილიანი კანოეთი 500-მეტრიანი დისტანციის პირველ  საკვალიფიკაციო ჯგუფში იბრძოლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი