შერეული ორთაბრძოლები - ბათუმში მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოლებენ

02 სექტემბერი 2022, 10:10 596 ნახვა

დღეს ბათუმში შერეულ ორთაბრძოლებში ჯი-ეფ-სის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ბათუმელი მებრძოლი ხვიჩა ქორიძე ყაზახ შერმურატ კალილოვს დაუპირისპირდება.

კალილოვი ოქტაგონში ყაზახეთის ჩემპიონია და დღემდე დაუმარცხებლად ითვლება. ხვიჩა ქორიძე კი ჯი-ეფ-სის ვერსიით საქართველოს ჩემპიონია.

საერთო ჯამში 17 ბრძოლა გაიმართება და ამათგან ხუთში ბათუმის საბრძოლო აკადემიის წარმომადგენელი იბრძოლებს.

შეხვედრები 19:00 საათიდან დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი