კობახიძემ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის გამოწვევა არ გამორიცხა

01 სექტემბერი 2022, 19:45 521 ნახვა

დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი შეაქო - მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნით პრეზიდენტი კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდა. კობახიძემ არც ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის უკან გამოწვევა გამორიცხა, სარჩელის მიზეზი ზურაბიშვილის მხრიდან დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე ხელის მოწერაზე უარის თქმა იყო. გაეროში დავით ბაქრაძის, ხოლო კანადაში კახა იმნაძის ელჩებად დანიშვნას სალომე ზურაბიშვილმა ხელი გუშინ მოაწერა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში