შერეული ორთაბრძოლები - ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის

01 სექტემბერი 2022, 14:13 1147 ნახვა

ხვალ ბათუმში შერეულ ორთაბრძოლებში ჯი-ეფ-სი-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ბათუმელი მებრძოლი ხვიჩა ქორიძე ყაზახ შერმურატ კალილოვს დაუპირისპირდება. კალილოვი ოქტაგონში ყაზახეთის ჩემპიონია და დღემდე დაუმარცხებლად ითვლება. ხვიჩა ქორიძე კი ჯი-ეფ-სის ვერსიით საქართველოს ჩემპიონია.

„ბათუმი ფაით ნაითი“ ახალი ტურნირია და პირველად ტარდება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, შეჯიბრება ტრადიციული გახდება. 

ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაცია და ბათუმის საბრძოლო აკადემიაა. ტურნირში მონაწილეობას 12 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს. დღეს მებრძოლებმა და ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია და მსოფლიოს საჩემპიონო ქამრის პრეზენტაცია გამართეს.

ბათუმში ხვალ საერთო ჯამში 17 ბრძოლა გაიმართება და ამათგან ხუთი ბათუმის საბრძოლო აკადემიის წარმომადგენელი იქნება.

ტურნირს სასტუმრო „ეიფორია“ უმასპინძლებს, რომლის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე მსურველებს ორთაბრძოლების პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება ექნებათ. ბრძოლები 19:00 საათიდან დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი