ომბუდსმენის არჩევის წესზე "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ხედვა წარადგინა.ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მთლიანად ოპოზიცურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს მიანდობს გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას. მდინარაძის თქმით, სახალხო დამცველის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება. ვის შეეძლება განცხადების შეტანა სახალხო დამცველის პოზიციაზე, როგორია ვადები და პროცედურები.