ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზურიკო დავითაშვილი იჯარით ფრანგულ „ბორდოში“ ითამაშებს.
„მატჩ დეის“ გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილის „ბორდოში“ ტრანსფერი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა, რომელიც 2014-2016 წლებში გუნდს წვრთნიდა და ქართველის შეძენა სწორედ მან ურჩია.
„ბორდო“ დაარსდა 1881 წელს და ექვსჯერ იყო საფრანგეთის ჩემპიონი: 2022/23 წლების სეზონიდან საფრანგეთის მეორე დივიზიონში, ლიგა 2-ში თამაშობს.