აჭარაში 6 000 ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან

30 აგვისტო 2022, 14:51 1024 ნახვა

აჭარაში, წელს 6 000 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან.

სოფელ გვარასა და წყავროკაში თხილის მოსავლის აღების, ხოლო ხელვაჩაურში თხილის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოში მიმდინარე პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო. 

უწყების ხელმძღვანელთან შეხვდრის დროს, ფერმერებმა თხილის ხარისხზე და ფასებზე გაამახვილეს ყურადღება. აღნიშნეს, რომ წელს თხილის ჩაბარების ფასი დაბალია. 

ზაზა შავაძის განცხადებით, ამ კუთხით სხვადასხვა ექსპორტიორ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ფასის ზრდას ელოდებიან. 

უწყების ინფორმაციის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თანადაფინანსების პრინციპით მეთხილე-ფერმერებს 2 ათასამდე ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატი გადასცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი